news

ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ ავტორიზაცია გაიარა

20.12.2023

უფლის მადლითა და ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) დაუღალავი შრომის შედეგად,  ლენტეხის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ ავტორიზაცია გაიარა!

ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს.

გილოცავთ ყველას ამ შესანიშნავ სიახლეს, ეს, კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია ლენტეხის ცხოვრებაში, რომლითაც ახალი სასიკეთო პროცესები დაიწყება.

აქვე მოგახსენებთ, 15 დეკემბერს, 14:00 საათზე, ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა ღია კარის დღე, სადაც დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა. Შეხვედრაზე დამსწრეებს გავაცანით ჩვენი მიზნები და საგანმანათლებლო პროგრამა.

კონტაქტი

Mail

მოგვწერეთ

lentekhisgimnazia@gmail.com
location

გვეწვიეთ

დაბა ლენტეხი, სტალინის ქუჩა #11

რუკაზე ნახვა
call

დაგვირეკეთ

ორშ-პარ: 09:00-18:00

+995 599 93 07 14