ლენტეხის გიმნაზიის განახლებასთან დაკავშირებით

13.12.2023

გიმნაზიის ისტორია

 

ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ არსებობა 2003 წელს დაიწყო, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და სურვილით. თავდაპირველად, ვიმყოფებოდით ლენტეხის პირველი საჯარო სკოლის შენობაში, სადაც ფართი გამოგვიყვეს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის. მას შემდეგ 20 წელი გავიდა.

2003 წელს, Ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ლომაიას რეფორმების შედეგად, გიმნაზიას სხვადასხვა დაბრკოლებები შეექმნა და გაუჭირდა არსებობა. 

2007 წელს, ლენტეხის მეორე საჯარო Სკოლას გაუქმება დაემუქრა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ნოღაიდელმა განაცხადა კიდეც სკოლის დახურვის შესახებ. ამიტომ, ამ სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა მოგვმართა თხოვნით, რომ საპატრიარქოს გაეწია მფარველობა სკოლისთვის და ამ სკოლის ბაზაზე განახლებულიყო ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ფუნქციონირება. Მოსახლეობის სურვილიც დაემთხვა ამ ინიციატივას და ერთობლივად მივმართეთ ხელისუფლებას, რომ გადმოეცათ მეორე საჯარო სკოლის შენობა-ნაგებობები და ტერიტორია ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიისთვის. ეს თხოვნა დაკმაყოფილდა და ამის შემდეგ, დაიწყო ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირება.

ამგვარად, ხალხის სურვილით, ამ სასკოლო შენობებისა და ტერიტორიის გადმოცემამ საპატრიარქოსადმი შეაჩერა სკოლის გაუქმება და მის ადგილას ბიზნეს სტრუქტურის შექმნა. Მას შემდეგ, აქტიურად ვცდილობდით გიმნაზიის პრინციპების დამკვიდრებას სასკოლო პროცესში, თუმცა, ამ გრძელ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე უამრავ პრობლემას წავაწყდით.

Მიუხედავად რთული ვითარებისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია არსებობა, გიმნაზია იყო საჯარო სკოლის სტატუსით წარმოდგენილი, მოქმედი მასწავლებლებით.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში გიმნაზია ფუნქციონირებდა ე.წ. ჰიბრიდული სახით. გიმნაზიის ავტორიზაცია ვერ ხერხდებოდა ფინანსური პრობლემების გამო და მასწავლებლები ფინანსდებოდნენ, როგორც საჯარო სკოლის პედაგოგები. Ხოლო შენობა-ნაგებობები და ტერიტორია საპატრიარქოს საკუთრებაში იყო. 2019 წელს, საჯარო სკოლა შენობიდან სხვაგან გადავიდა, თავიანთი გადაწყვეტილებით. 

ამ დროიდან, გიმნაზია უკვე მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებდა ავტორიზაციისთვის. Მრავალი რამ გაკეთდა - გარემონტდა შენობა, განახლდა და შშმ პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა შეიქმნა, მოეწყო სასწავლო სივრცეები, აღიჭურვა ლაბორატორიები, განახლდა ბიბლიოთეკა, გარემონტდა სპორტდარბაზი, მოეწყო ღია სპორტული მოედანი და ა.შ. აგრეთვე, გატარდა ღონისძიებები უსაფრთხოების მიმართულებით. Ჩამოყალიბდა გიმნაზიის ფუნქციონირებისთვის საჭირო დოკუმენტური ბაზა. ახლა სრულდება ავტორიზაციის პროცესი და იმედია, სულ მალე, 2024 წლის 22 იანვრიდან შევუდგებით სასწავლო პროცესს.

ლენტეხისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რადგან იქმნება მაღალი დონის, ქრისტიანული აღზრდის მიმართულებით მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ექნება საშუალება, არ გაწყვიტოს კავშირი თავის წინაპრებთან, იმ  ქრისტიანულ ღირებულებებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ყოველთვის გააჩნდა.

Ჩვენი სკოლის არსებობით იმ ცრუ დამოკიდებულების დანგრევას შევეცდებით, რომელიც გარკვეულ წრეებში ქრისტიანობის მიმართ არსებობს - თითქოს და თავისუფლება აკლია ვინმეს, იმის გამო რომ ქრისტიანია. ყველას დავანახებთ, რომ არავითარი თავისუფლების შეზღუდვა ქრისტიანობით არ ხდება. Ხოლო ცოდვის მონობას თავისუფლებად არასოდეს ვაღიარებთ.

Ჩვენ გავყვებით ჩვენი წინაპრების კვალს, ქრისტიანობას ვიქადაგებთ ხმამაღლა და ეს იქნება ქრისტიანული, მართლმადიდებლობის პრინციპებზე მყარად მდგარი სასწავლებელი.

ეს, კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ლენტეხის ცხოვრებაში, რომლითაც ახალი სასიკეთო პროცესები დაიწყება.

კონტაქტი

Mail

მოგვწერეთ

lentekhisgimnazia@gmail.com
location

გვეწვიეთ

დაბა ლენტეხი, სტალინის ქუჩა #11

რუკაზე ნახვა
call

დაგვირეკეთ

ორშ-პარ: 09:00-18:00

+995 599 93 07 14