• news 1
  • news 2

სასკოლო აქტივობა ქართულ ლიტერატურაში

05.03.2026

სასკოლო აქტივობა ქართულ ლიტერატურაში: „ენით დაკოდილი“ და სიტყვის ძალა

ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში აქტიურად გრძელდება მოსწავლეთა ღირებულებითი და ანალიტიკური უნარების განვითარება. ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ნადია ბენდელიანის ხელმძღვანელობით, IV კლასში ჩატარდა საინტერესო და დაფიქრებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, რომელიც მიზნად ისახავდა სულხან-საბა ორბელიანის გენიალური იგავ-არაკის — „ენით დაკოდილის“ სიღრმისეულ განხილვას.

გაკვეთილის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეს გაეცნობიერებინა სიტყვის, განსაკუთრებით კი ბოროტი ენის დამანგრეველი ძალა, ესწავლა სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გამიჯვნა და გამოემუშავებინა ზნეობრივი კატეგორიების ანალიზის უნარი.

შინაარსობრივი ანალიზი და საკუთარი თვალსაზრისი

სასწავლო პროცესში განსაკუთრებული მონდომებითა და ანალიტიკური აზროვნებით ჩაერთო IV კლასის მოსწავლე, ალექსანდრე ლიპარტელიანი. გაკვეთილის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მოიცავდა შინაარსობრივ კითხვებსა და ტექსტის დეტალურ განხილვას.

ალექსანდრემ დიდი ოსტატობით შეძლო ნაწარმოების მთავარი სათქმელის გააზრება, პარალელების გავლება რეალურ ცხოვრებასთან და საკუთარი, დამოუკიდებელი თვალსაზრისის არგუმენტირებულად ჩამოყალიბება. მოზარდმა მსჯელობისას ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ თითოეულ ნათქვამ სიტყვას, რადგან გულისტკივილი ხშირად ფიზიკურ ჭრილობაზე უფრო მძიმე ასატანია.

კონტაქტი

Mail

მოგვწერეთ

lentekhisgimnazia@gmail.com
location

გვეწვიეთ

დაბა ლენტეხი, სტალინის ქუჩა #11

რუკაზე ნახვა
call

დაგვირეკეთ

ორშ-პარ: 09:00-18:00

+995 599 93 07 14