• news 1
  • news 2

საგაკვეთილო აქტივობის გეგმა: „შემოდგომის კალათა“

27.10.2025

გაკვეთილის მიზანი:

  • ფერთა აღქმა და შეგრძნება: თბილი და ცივი ფერების, შემოდგომის პალიტრის (ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ყავისფერი) მიზანმიმართული გამოყენება.

  • შემოქმედებითი ხედვისა და ფანტაზიის განვითარება: სხვადასხვა მასალისა (პლასტილინი, ბუნებრივი მასალა) და ტექნიკის სინთეზირება ერთ ნამუშევარში.

  • მოტორიკის განვითარება: ძერწვისა და აპლიკაციის (წებების) უნარ-ჩვევების დახვეწა.

ქტივობის ეტაპები (მოქმედება):

  1. ბაზის მომზადება და გაფერადება: მოსწავლე ფანქრებით, ფლომასტერებით ან გუაშით აფერადებს წინასწარ მომზადებულ შემოდგომის კალათის შაბლონს/ნახატს, სადაც სწორად არჩევს ფერებს.

  2. მოცულობის შექმნა (ძერწვა): პლასტილინის გამოყენებით მოსწავლე ძერწავს შემოდგომის ხილს ან ბოსტნეულს (ვაშლი, მსხალი, გოგრა და სხვ.) და ათავსებს მათ „კალათაში“, რითაც ნამუშევარს სძენს რელიეფურობასა და მოცულობას.

  3. ბუნებრივი ელემენტების ინტეგრირება (კოლაჟი): ნამუშევრის დასასრულს, მოსწავლე კომპოზიციას ამატებს წინასწარ შეგროვებულ ნამდვილ, გამხმარ შემოდგომის ფოთლებს, რაც ნამუშევარს უფრო რეალისტურსა და ორიგინალურს ხდის.მოსალოდნელი შედეგი:

მოსალოდნელი შედეგი:

  • სამიზნე ცნება (ინსტრუმენტები და მასალა/ტექნიკა): მოსწავლემ საკუთარი ფანტაზიითა და შემოქმედებითი ხედვით შექმნა თვითმყოფადი, ფერადი და ექსპრესიული ნამუშევარი.

  • მან წარმატებით შეათავსა ერთმანეთს ტრადიციული სახვითი საშუალებები და ბუნებრივი მასალა (ფოთლების კოლაჟი).

  • გამოავლინა ფერების ჰარმონიული შეხამებისა და ფორმის აღქმის უნარი.

კონტაქტი

Mail

მოგვწერეთ

lentekhisgimnazia@gmail.com
location

გვეწვიეთ

დაბა ლენტეხი, სტალინის ქუჩა #11

რუკაზე ნახვა
call

დაგვირეკეთ

ორშ-პარ: 09:00-18:00

+995 599 93 07 14