წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიება მოეწყო
31.12.2025წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიება მოეწყო
წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში ახალი წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საახალწლო პროგრამის ფარგლებში, გიმნაზიის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი დღესასწაული მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრებით მიულოცეს. მათ მიერ წარმოდგენილმა მუსიკალურმა, ქორეოგრაფიულმა და მხატვრულმა შესრულებამ საღამოს განსაკუთრებული საზეიმო განწყობა შემატა.
ღონისძიების დასასრულს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გიმნაზიის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს და მომავალ სასწავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. საზეიმო საღამო თბილ და მეგობრულ ვითარებაში დაგვირგვინდა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ, სტუმრებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საუკეთესო სურვილები გაუზიარეს.



















